2022-05-13 17:44:15
საქართველომ EU-ს წევრობაზე განაცხადი რომ გააკეთა, უკრაინელების დამსახურებაა - ზურაბიშვილი

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა, ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ. უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი. ეს მათი დამსახურებაა! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

,,ევროინტეგრაციის გზა დღეს სულ სხვანაირად გვეჩვენება. ამ მომენტში ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე საქართველოს განაცხადი უკვე შეტანილი აქვს. ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა, მათი ყოველდღიური ბრძოლის და ამისთვის ჩვენ მხოლოდ ერთი რამე შეგვიძლია, რომ მადლიერება გამოვთქვათ. იმიტომ, რომ უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ისეთი რაღაცა გავაკეთეთ, რომ უცებ ყველაფრის ღირსები გავხდით. ეს სწორედ მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით. მართალია, წლების განმავლობაში ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება უფრო მეტადაც ვემზადებოდით, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს ეს უკრაინელების დამსახურებაა. რა იქნება ევროკავშირის პახუხი, მე ვერ გეტყვით, თუმცა ნაწილობრივ ესეც ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში და რამდენად მზად ვიქნებით, რომ ნამდვილი ვალდებულებები ავიღოთ იმის მიმართ, რაც ამ ქვეყანაში უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება და ა.შ."- თქვა ზურაბიშვილმა.   

ამავე თემაზე