2022-05-13 17:35:23
უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ „აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოსვლა, თუ იარაღს დაყრიან - პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ, გამოვიდნენ „აზოვსტალის“ ქარხნიდან, თუ ისინი იარაღს დაყრიან. მისი თქმით, ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დატოვება ყველა მშვიდობიან მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით და „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

"უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ გასვლა, იარაღის დაყრის შემდეგ. მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდებათ, ასევე ყველა დაშავებულს გაეწევა საჭირო სამედიცინო დახმარება, ეს არის პრეზიდენტის სიტყვები, ეს არის მთავარსარდლის ბრძანება", - ამბობს პესკოვი.  

 

ამავე თემაზე