2022-05-13 17:12:57
ყველა პაციენტთან გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება შედეგები, დასკვნები დაიდება ამის შემდეგ - "ვივა მედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე   

"ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც კონკრეტული დასკვნები დაიდება.

"მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ჩვენ ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება უკვე კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, მხოლოდ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაციენტის უშუალო ნებართვით, შემდგომში გავასაჯაროებთ", - ამბობს ნინო ნადირაძე.   

ამავე თემაზე