2022-05-13 16:55:28
მზად ვარ ვისაუბრო პუტინთან შუამავლების გარეშე - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა რუსეთის პრეზიდენტს შუამავლების გარეშე შეხვდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთ იტალიურ არხთან განაცხადა.

,,რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს. ეს საკითხი დღითიდღე რთულდება. მე პირადად ასე ვფიქრობ, რადგან ყოველდღიურად ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია და ვხედავთ, ბულინგის, წამების, სიკვდილით დასჯის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ამიტომაც რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი. საზოგადოება ამაზე პოზიტიურად არ არის განწყობილი, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ ვისაუბრო პუტინთან, მაგრამ მხოლოდ მასტან, შუამავლების გარეშე და დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ამავე თემაზე