2022-05-13 16:11:05
იზღუდება გამოხატვის ყველა ფორმა, ომის საწინააღმდეგო ტექსტიც კი - 5 მოქმედი მოსამართლე სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

5 მოქმედი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პარლამენტის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, მისი ავტორები - ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია არიან. მომჩივნები აცხადებენ, რომ გასაჩივრებული ნორმით მათ ეზღუდებათ სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო გამოხატვა.

"მოსარჩელეები მიიჩნევენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის საკანონმდებლო განუსაზღვრელობის პირობებში მოსამართლის გამოხატვის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევით. გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდე ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა. გასაჩივრებული ნორმები უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია. ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული",- წერია სარჩელში.  

ამავე თემაზე