2022-05-13 12:13:13
„ევექსი ჰოსპიტლებმა“ ექთნების საერთაშორისო დღე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აღნიშნა

სამედიცინო სფეროში ექთნის როლის დაფასების მიზნით, „ევექსი ჰოსპიტლებმა“ ქსელში დასაქმებულ ექთნებს მათი პროფესიული დღე საზეიმო ვითარებაში მიულოცა. პანდემიის პირობებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 12 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ექთნების საერთაშორისო დღე წელსაც მასშტაბურად აღინიშნა.

„ევექსი ჰოსპიტლების“ ექთნებს სცენაზე უმასპინძლეს ნიკოლოზ რაჭველმა და საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ცნობილ მუსიკოსებსა და მომღერლებთან ერთად. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები, შეირჩა განსაკუთრებული რეპერტუარი და შედგა მუსიკალური პრემიერები. საკუთარი კომპოზიციები წარმოადგინეს ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, გიორგი ცაგარელმა, ოთარ ჯორჯიკიამ, ბექა გოჩიაშვილმა, გიორგი გიგაშვილმა, მარიამ ჯანჯღავამ (Janngo) და ნინი ნუცუბიძემ. ღონისძიება წელსაც დაჯილდოების ცერემონიამ დააგვირგვინა. ნომინაციაში „უხუცესი ექთანი“ კომპანიამ 60 მედდა დააჯილდოვა.

„ევექსი ჰოსპიტლები“ უკვე მეხუთე წელია, ექთნების დაფასებისა და აღიარების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და რეფორმას ატარებს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფაა. კორპორაციამ ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და დღემდე ბაზისურ საექთნო სწავლებაში 12 000-მდე კაც/ტრენინგია ჩატარებული. კომპანია სამედიცინო სფეროში ექთნების მნიშვნელობის დაფასების მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას განაგრძობს.

 

 

ამავე თემაზე