2022-05-13 10:18:15
ომის დაწყებიდან უკრაინაში 226 ბავშვი დაიღუპა, 420 კი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 226 ბავშვი დაიღუპა, 420 კი დაშავდა. ყველაზე მეტი - 139 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 116. 

"ხარკოვში - 99, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 48, ნიკოლაევში - 44, ლუგანსკში - 45, ზაპოროჟიეში - 28, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და კიევში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 721 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 139 კი მთლიანად განადგურდა.

ამავე თემაზე