2022-05-10 10:03:19
ახალქალაქში კაცი დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ახალქალაქში კაცი დაჭრეს. მას 6 ჭრილობა აქვს მიყენებული.  პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ახალქალაქში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა ის თბილისში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე