2022-05-09 19:51:41
დროა, ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს, უკრაინის ომის ფონზე ახალი ისტორია დაწეროს – ერდოღანი 

ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლების მანძილზე იმყოფება წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკების გავლენის ქვეშ, დროა, დაწეროს ახალი ისტორია უკრაინაში ომთან ერთად, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

„შუმანის დეკლარაციაში ჩამოყალიბებულმა იდეებმა ევროპის ქვეყნებს საშუალება მისცა, დაევიწყებინათ უთანხმოებები და მტრობა და გაერთიანებულიყვნენ მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის მთელი მსოფლიოს დამანგრეველი ომის შემდეგ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ის გამაფრთხილებელია ბლოკისთვის, რომელიც მოითხოვს სოლიდარობას, თანამშრომლობას და ასევე, შორსმჭვრეტელ და გაბედულ პოზიციას. 

„უკრაინაში ომის შედეგები, რომლებმაც უკვე მიაღწია გლობალურ მასშტაბებს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის მრავალ სფეროში, უსაფრთხოებაში, მიგრაციაში, მიწოდების ჯავების და ენერგეტიკის მიმართულებით. ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანების პროცესი, რასაც მიუხედავად ყოველმხრივი წინაღობებისა. თურქეთი მოთმინებით და მტკიცედ უჭერს მხარს, კონსტრუქციული მიდგომით უნდა წარიმართოს“, – განაცხადა რეჯეფ თაეფ ერდოღანმა.

ამავე თემაზე