2022-05-09 17:05:09
ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ბექა და გიორგი შენგელიებს, აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ  ბექა და გიორგი შენგელიებს, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა. 

ამავე თემაზე