2014-01-20 09:41:50
სასწრაფოდ: ჯუმბერ ლომინაძე გარდაიცვალა

აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე გარდაიცვალა, ის 83 წლის იყო. პანაშვიდები ხვალ და ზეგ გაიმართება. აკადემიკოსს კი სიონის ტაძრიდან ხუთშაბათს გამოასვენებენ. ჯუმბერ ლომინაძე 1930 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. ჯუმბერ ლომინაძე 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, მათ შორის მონოგრაფიის.2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ჯუმბერ ლომინაძე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. 

 

ბიოგრაფია: 

1949-1951 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტზე, 1951-1955 წწ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მთავარი სწავლული მდივნის მოადგილე, ხოლო 1982 წლიდან დღემდე მათემატიკის და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელია.

1979-1992 წწ. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
1992-2000 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი.
1997-2003 წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2003-2006 წწ. საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე.
2006 წლიდან დღემდე საქართველოს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.
ლომინაძის შრომები ეხება პლაზმაში ციკლოტრონული ტალღების, მათი არამდგრადობისა და ციკლოტრონული ტურბულენტურობის თეორიას, პლაზმის ფიზიკისა და მართვადი თერმობირთვული რეაქციების პრობლემას, პულსარების გამოსხივების მექანიზმებს, აკრეციულ მოვლენებს შავი ხვრელის სისტემებში. ჯუმბერ ლომინაძე ავტორია 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის მონოგრაფიისა.
2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

ამავე თემაზე