2022-05-03 11:57:52
თელავში მანქანა ჯერ ქალს, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ამავე თემაზე