2022-04-21 10:43:03
ახალციხეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ახალციხეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადა და გაასაღა 35 000 ლარის ღირებულების 5 000 მ3 ვულკანური წიდის (პემზა) თითქოსდა, მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც 12 150 ლარი მიიღო“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე თემაზე