2022-04-21 09:59:02
ბოროდიანკაში კიდევ 9 გარდაცვლილის, მათ შორის 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

კიევის რეგიონის პოლიციამ ბოროდიანკაში 20 აპრილს ორი მასობრივი საფლავი იპოვეს, სადაც საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. სულ აღმოაჩინეს კიდევ 9 გარდაცვლილის ცხედარი. ერთ სამარხში 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს, 35 წლის კაცის გვერდით, მეორეში კი 4 კაცისა და 2 ქალის.

"რეგიონში 300-მდე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, მაგრამ კიევის რეგიონში დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. სარდაფებსა და ჭებში კვლავ პოულობენ დაღუპული და ნაწამები ადამიანების ცხედრებს. ასევე ნაპოვნია მასობრივი დასაფლავების ადგილები, რომელთა შესახებაც აქამდე უცნობი იყო. ბოროდიანკაში, ქალაქის საავადმყოფოსთან არის ორი მასობრივი საფლავი, სადაც საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. ერთ საფლავში არის 6 ცხედარი - 4 მამაკაცი და 2 ქალი. მეორე საფლავში 15 წლის გოგონას ცხედარია, რომელიც მშობლებთან ერთად წასვლას ცდილობდა, მაგრამ ისინი ავტომატით დაცხრილეს", - თქვა კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა.

ამავე თემაზე