2022-03-03 12:37:26
NGO-ების თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახე ზურაბიშვილი უნდა გახდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები, მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთებას და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს.

მათი თქმით, პოზიტიური შედეგისთვის ქართული ოცნების მხრიდან რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

NGO-ების განცხადებით, მთავრობამ:

  • ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით რეფორმები უნდა გაატაროს
  • უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს
  • უკრაინასთან სასწრაფოდ გამოასწოროს ურთიერთობა
  • განაცხადი გააკეთოს ტრიოსთან ერთად (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა).

"ევროკავშირის წევრობა არ იქნება 1 და 2 დღის ამბავი, ეს იქნება საკმაოდ გრძელი გზა. გრძელი გზა რეფორმებისა და განვითარების. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი დღესვე უნდა დაიწყოს.

საჭიროა, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამაზე იმუშავებს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესის სახე უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ყველას გვესმის კარგად, რომ ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებიდან ყველაზე მისაღები ფიგურაა ევროპისთვის", - თქვა ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

ამავე თემაზე