2022-01-18 17:56:21
ციხეში მყოფი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გავრცელება კითხვებს აჩენს და ვიმედოვნებთ, ეს აღარ განმეორდება – ჰარცელი

ციხეში მყოფი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გავრცელება კითხვებს აჩენს და ვიმედოვნებთ, ეს აღარ განმეორდება – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

„მე ცხადია, ვერ ვისაუბრებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება თავად საკითხებს, რომელიც უკავშირდება ციხეში მყოფი ბატონი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გავრცელებას, ჩვენი მოსაზრებები მაშინვე გამოვთქვით. ამ ფაქტის საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების ასპექტით დანახვის პოზიციიდან გამომდინარე, ასეთი მოქმედებები კითხვებს აჩენს და ვიმედოვნებთ, ეს აღარ განმეორდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ამ პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამავე თემაზე