2022-01-18 09:57:54
ჯერჯერობით არ ჩანს რადარებზე ოპოზიციური ერთობა – არ იქნება ოპოზიციური ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები – ბურჯანაძე

ჯერჯერობით არ ჩანს რადარებზე ოპოზიციური ერთობა და შესაბამისად, არ ჩანს ის შედეგიც, რაც ამ ოპოზიციურმა ერთობამ უნდა მოიტანოს – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ჯერჯერობით არ ჩანს რადარებზე ოპოზიციური ერთობა და შესაბამისად, არ ჩანს ის შედეგიც, რაც ამ ოპოზიციურმა ერთობამ უნდა მოიტანოს. არ იქნება ოპოზიციური ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ძალიან ნათელია ეს ჩემთვის. ოპოზიციაც სხვაგვარად უნდა იქცეოდეს დღევანდელ ვითარებაში და ხალხმაც ალბათ, სხვანაირად უნდა ამოიღოს ხმა. არ არის აუცილებელი მოგწონდეს ესა თუ ის პარტია, რომ გამოხვიდე. სოციალური პროტესტი იყოს და არა პოლიტიკური. რომ გშია, გამოდი და თქვი, რომ გშია, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე." – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე