2022-01-10 15:55:52
ხარჩო მსოფლიოში საუკეთესო 20 წვნიანს შორის დასახელდა

CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა, რომელთა შორისაც ქართული კერძი - ხარჩოც მოხვდა.

ჩამონათვალს, რომელსაც რიგითობა არ აქვს, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებია ნახსენები, მათ შორის უკრაინული ბორში, ვიეტნამური ბიიფ ფო, ტალანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო, მექსიკური მენუდო და ა.შ.

რაც შეეხება ხარჩოს CNN მის ინგრედიენტებს ასე წერს:

"ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ტრადიციულ ერთ-ერთ საყვარელ წვნიანს მკვეთრ და ტკბილ გემოს მატებს. ის მზადდება მოუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგოზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგანქინძისგანქონდარისგან, შავი წიწაკისგან და სხვა ინგრედიენტებისგან." 

ამავე თემაზე