2014-01-07 00:20:28
„ცისფერი ლობი“- რუსული ეკლესია შობას გეი სკანდალით შეხვდა
მოსკოვის სასულიერო აკადემიიდან გათავისუფლებული პროტო დიაკონი ანდრეი კურაევი, რომელმაც ყაზანის სასულიერო სემინარიის გეი სკანდალი სააშკარაოზე გამოიტანა იმის იმედით, რომ „ცისფერი გზიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიას გაათავისუფლებს“, ცისფერ ლობთან ბრძოლას ბლოგის საშუალებით აგრძელებს. მისი მტკიცებით იმის შესახებ, რომ რუსული ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიაში ჰომოსექსუალები არიან, მან ჯერ კიდევ 80- იან წლებში იცოდა, მაშინ როცა ის სემინარიაში სწავლობდა, თუმცა მაშინ მან ამის შესახებ არაფერი თქვა. ის განმარტავს თუ რატომ გადაწყვიტა დღეს ამის მოყოლა. მისი თქმით ამ ინფორმაციის დამალვა მაშინ მას სასულიერო პირებმა სთხოვეს. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში კურაევმა საზოგადოებას ყაზანის სასულიერო სემინარიაში რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჩატარებული ინსპექციის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელის მხრიდან მსმენელებზე ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გახმაურებული „გეი სკანდალის“ შედეგად ინსპექციის ხელმძღვანელი დეკანოზი მაქსიმ კაზლოვი, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოში არაოფიციალურად დიდი ინკვიზიტორი ქვია, აკადემიიდან დაითხოვეს, ასევე თანამდებობა დატოვა ყაზანის სემინარიის იღუმენმა კირილ ილუხინმა. ამ სკანდალის შემდეგ კურაევმა საკუთარ ბლოგზე რამდენიმე აღიარებითი წერილი და სკანდალური ისტორია გამოაქვეყნა. ერთ-ერთ წერილში პირდაპირ არის დასახელებული ის მაღალი სასულიერო პირი, რომელსაც ვითომდა სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა სტიქაროსანზე. ეს გომელისა და ჟლობინსკის ეპისკოპოსი სტეფანე იყო. წერილის ავტორი ირწმუნება, რომ ის მზად არის ფიცის ქვეშ ეპისკოპოსის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები