2021-11-30 16:48:58
თუ „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების არ ეშინია, მაშინ მას საკონსტიტუციო ცვლილებებზე არანაირი დათქმა არ უნდა სჭირდებოდეს – სამნიძე

თუ „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების არ ეშინია, მაშინ მას საკონსტიტუციო ცვლილებებზე არანაირი დათქმა არ უნდა სჭირდებოდეს – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„ეს არის პირველი ნაბიჯი დეესკალაციისკენ, თუ მისი მიღება შევძელით, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. თუ გვინდა, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმებულ რედაქციაში არავითარი ცვლილება არ უნდა შევიდეს. თუ ცვლილება უნდა შევიდეს, წინასწარ უნდა იყოს კონსულტაცია მხარეებს შორის და შეთანხმება, ეს როგორც გენერალური პროკურორის წესის შემთხვევაში მოხდა. თუ „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების არ ეშინია, მაშინ მას საკონსტიტუციო ცვლილებებზე არანაირი დათქმა არ უნდა სჭირდებოდეს“, – განაცხადა სამნიძემ.

ამავე თემაზე