2014-01-06 11:05:29
გადაკეტილი ქუჩები ბათუმში და უშუქოდ დარჩენილი აბონენტები (VIDEO)

ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნით ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულმა მოსახლეობამ ხელვაჩაურის საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.ელექტროგადამცემის ხაზების გათიშვა ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ მოახდინეს, შემდეგ კი მოსახლეობა ელექტროენერგიის ჩართვა თვითნებურად მოახდინა. აქციის მონაწილეებმა ენერგო პრო ჯორჯიას ხელვაჩაურის სერვის ცენტრამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს თუმცა ადგილზე მისულენს არავინ დახვდათ. ენერგო პრო ჯორჯიას აჭარის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთიბის სამსახურის უფროსმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლები მოსახლეობა მათი კომპანიის აბონენტები არ არიან და შეუძლებელია მათი ქსელში ჩართვა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეების მოთხოვნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა რომ თვითნებურად შესახლებულებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ, თუმცა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში.

 

რეპორტაჟი ამ თემაზე ბატუმის 25 არხმა მოამზადა

ამავე თემაზე