2021-10-13 19:55:19
მეტი დაფასება სჭირდება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სადარაჯოზე დგას – ხუნდაძე

მეტი დაფასება სჭირდება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სადარაჯოზე დგას – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

„ბიუჯეტში ვერ ვნახე და ვერც მოვისმინე სოფლის ექიმების 25-პროცენტიანი სახელფასო მატება. სოფლის ექიმების როლი პანდემიის პირობებში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მათი მუშაობის ხარისხის ამაღლებისთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა.

ჩვენ გვქონდა ასევე მსჯელობა და დაპირებაა, რომ დისკრიმინაციულ და არათანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასწრაფოს ბრიგადებთან მიმართებაში, რაც არის თბილისსა და რეგიონებს შორის. ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით და ვფიქრობ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. საპენსიო მატებასთან დაკავშირებით არ ჩანს პირველი ჯგუფის და შშმ ბავშვების საპენსიო მატების ციფრობრივი ასახვა. გადაწყვეტილება მისაღებია ვეტერანებთან მიმართულებითაც. გაზრდილია დიაბეტის პროგრამის დაფინანსება, მაგრამ გლუკოზის უწყვეტი სისტემის დანერგვა ბავშვებში, გვინდა მეტი დაზუსტება და გათვალისწინება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამავე თემაზე