2021-10-13 19:51:14
არ შეიძლება "მისმენენ - არ მისმენენ" დამაჯერებელი ტონით ისაუბრო, მგონი საამისოდ ფაქტების შესახებ სრულად ინფორმაციას არავინ ფლობს – სარჯველაძე

არ შეიძლება მისმენენ - არ მისმენენ დამაჯერებელი ტონით ისაუბრო, მგონი საამისოდ ფაქტების შესახებ სრულად ინფორმაციას არავინ ფლობს – ასე ეხმაურება, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ უთხრა, რომ მასაც უსმენენ.

„თუ მართლა ასეთი საუბრები მიმდინარეობს გამოძიების დასრულებამდე საერთაშორისო ასპარეზზე, ეს კარგი არ არის. არ შეიძლება მისმენენ - არ მისმენენ დამაჯერებელი ტონით ისაუბრო, მგონი საამისოდ ფაქტების შესახებ სრულად ინფორმაციას არავინ ფლობს. რაც შეეხება მინისტრის გადადგომის დაანონსებას, წინასწარ განცხადებების კეთება არ მგონია აუცილებელი, რადგან არ ვიცით, გამოძიებით რა დადგინდება. ვიდრე დადგინდება პრევენციულად გადადგომის მომხრე, რასაკვირველია მე ვერ ვიქნები და ასეთ მოსაზრებას, რომ წინასწარ ბრალის დადასტურების გარეშე ვინმე პასუხისგებაში მიეცეს, არ მგონია სწორი, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ვგულისხმობ მათ შორის,-, განაცხადა სარჯველაძემ.

ამავე თემაზე