2021-10-13 19:43:06
არ მახსენდება, შიმშილობის გამო ვინმე ციხიდან გამოეშვათ – ზარქუა სააკაშვილზე

ვინც საჭირო იყო, პირველივე დღიდან მიეცა სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა და ჩემი აზრით, იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ პატიმრებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. 

„ახლა ვსაუბრობთ, რომ პატიმარი შიმშილობს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში შიმშილობენ, მაგრამ არ მახსენდება, რომ შიმშილობის გამო ვინმე ციხიდან გამოეშვათ. სხვათა შორის, დღეს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა ჯგუფი, სადაც ყველა პროფილის ექიმი შედის. დღეს 19:00 საათზეა შეხვედრა დაგეგმილი და თუ იქნება პატიმრის თანხმობა, ეს ჯგუფი შევა, კიდევ ერთხელ გასინჯავენ, რეკომენდაციებს მისცემენ და ა.შ. სააკაშვილის პირადი ექიმიც ესწრებოდა შეხვედრას და როგორც ვიცი, სახალხო დამცველიც არის მოწვეული. მე მესმის მათი მომხრეების, დრამატიზებას ცდილობენ, რომ ხვალ მოსახლეობა გამოიყვანონ თავის ჭკუით რუსთაველზე, რომ სააკაშვილი დიდ განსაცდელშია, ეს არის და ეს. ის მონიტორინგის ქვეშ არის, ეს ის ციხე არ არის 2012 წლამდე რომ იყო, ასე რომ, ყველა პატიმრის უფლება დაცულია“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ამავე თემაზე