2021-10-13 19:15:31
მას არ წარმოუდგენია ადამიანი, რომელსაც სააკაშვილი დაუკაკუნებდა და სახლში არ შეუშვებდა - კორძაიამ ციხეში ცომაია და წოწერიები მოინახულა

პოლიტიკური გაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა თამარ კორძაიამ ცოტა ხნის წინ დატოვა ე.წ. მატროსოვის ციხე. კორძაია ციხეში, მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებთან და ელგუჯა ცომაიას მოსანახულებლად იმყოფებოდა.

"ჯანმრთელობას არც ერთი არ უჩივის. უბრალოდ, ბატონმა ელგუჯამ თქვა, რომ მას არ წარმოუდგენია საქართველოში არც ერთი ადამიანი, ვისაც სახლში მიხეილ სააკაშვილი დაუკაკუნებდა და არ შეუშვებდაო. თუ მე ამაში დამნაშავე ვარ, მზად პასუხი ვაგოო. მან ასევე თქვა, რომ მამა-შვილი წოწორიები აბსოლუტურად უდანაშაულები არიან,"- აცხადებს კორძაია.

ამავე თემაზე