2021-10-13 18:44:31
ჩვენ ერთმანეთის ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ყველამ უნდა ვთხოვოთ შენდობა - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტომა, მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას.

"ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით და ისეთი დანაშაულებებია ჩადენილი, რომ ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასოდეს. მე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ყველამ უნდა ვთხოვოთ შენდობა" განაცხადა ციხიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა.   

 

ამავე თემაზე