2021-10-13 18:37:33
ჯანდაცვაში, შეხვედრის აზრი იყო შეგვექმნა ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის მდგომარეობას დააკვირდებოდა - ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.

"შეხვედრის ძირითადი აზრი იყო, რომ შეგვექმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ბატონი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებოდა. ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ დაგვჭირდეს სწრაფი მოქმედება. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მეც ისეთივე ინფორმაცია ვფლობ, როგორც თქვენ. იქ შევიდნენ ადვოკატები და მეუბნებიან, რომ სიტუაცია ცოტა დამძიმდა, იმასთან შედარებით, რაც გუშინ იყო",-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მე-13 დღეს, დამძიმდა.  

ამავე თემაზე