2021-10-13 17:25:50
ფორმატი, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსულიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია – გაბუნია

ფორმატი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსულიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტები ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას.

მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტების საქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ეს დეტალები ახლა არ ვიცი. როგორც კი, იუსტიციის მინისტრისგან მითითებაა მივიღებთ, ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. ფორმატი, რომ ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსულიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამავე თემაზე