2021-10-13 17:22:03
ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს – გაბუნია

ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

„ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე. ამაზე მიდის მუშაობა, მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია. ამდენად, აქ არჩევანის უფლება აუცილებლად განიხილება – პისიარტესტირება, ვაქცინაციის სტატუსი ან გადატანილი დაავადება, ამ მხრივ მუშაობა მიდის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამავე თემაზე