2021-10-13 17:11:43
„სულ რამდენიმე საათში გაასუფთავეს მთლიანად ტერიტორია ამ პოლიტიკური სატირისგან, ეს უკანონო ქმედებაა, რის გამოც პლაკატებს თავიდან გავაკრავთ“ - გიორგი ნონიაშვილი

ნათლად ჩანს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ და პოლიტიკურ სატირას დასდევენ, იმის მიუხედავად, რომ რამეს აკეთებდნენ მოსახლეობისთვის, პატრულის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სამარცხვინოდ არბენინებენ პლაკატების ჩამოსახევად - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა პუშკინის სკვერში, პანორამა თბილისთან გამართულ ბრიფინგზე.

„3 საათის წინ „პუშკინის სკვერში“ გავაკარით პოლიტიკური სატირა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების მიმართ სატირა, ასევე ეს პოლიტიკური სატირა არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. სულ რამდენიმე საათში გაასუფთავეს მთლიანად ტერიტორია ამ პოლიტიკური სატირისგან. ეს უკანონო ქმედებაა. საკრებულოს 86-78 დადგენილებში პირდაპირაა მითითებული, რომ სააგიტაციო მასალის გაკვრა დაშვებულია სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრულ დროებით ღობეებზე. აქვე არის დანართი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ამ ლოკაციაზე შესაძლებელია სააგიტაციო მასალის გაკვრა. ჩვენ ამით ვისარგებლეთ და გავაკარით ჩვენი სააგიტაციო მასალა, პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული.

მათ ეს სტკივათ, ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, „მეფე მზის“ მიმართ. ამიტომ ორ საათში გააქრეს ყველაფერი. ახლა კიდევ მოვედით და ჯიუტად კიდევ გავაკრავთ სამშენებლო ღობეზე, რომელიც არის პანორამა თბილისის უკან ბიძინა ივანიშვილის ცუდი სამშენებლოო პროექტის ღობეზე, ამავდროულად თავისუფლლების მოედანის მიმდებარე ტერიოტორიაზე გავაკრავთ, რუსთაველის 1 ნომერშიც გავაკრავთ, სადაც ასევე ლეგალურად შესაძლებელია გაკვრა, მათ არ მოვეშვებით არც ერთ შემთხვევაში, ნათლად ჩანს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ და პოლიტიკურ სატირას დასდევენ, იმის მიუხედავად, რომ რამეს აკეთებდნენ მოსახლეობისთვის, პატრულის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სამარცხვინოდ არბენინებენ პლაკატების ჩამოსახევად“ - განაცხადა ნონიაშვილმა

ამავე თემაზე