2021-10-13 10:44:59
კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 837 ახალი შემთხვევა  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 332-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 837 პირს დაუდასტურდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 775 შემთხვევა გამოვლინდა, 1 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე