2021-10-08 19:59:19
ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები ცოცხალი იპოვეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გამოყვანამდე მათი ხმა ნანგრევებიდან ისმოდა - მაშველებმა მათ წყალი და ჟანგბადის აპარატები მიაწოდეს. ადგილზე არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

ამავე თემაზე