2021-10-08 19:36:08
ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებმა სააკაშვილის პროცესის დაჩქარებაზე უარი განაცხადეს - ბექა ბასილაია

ოლიგარქ ივანიშვილის ჯიბეში მსხდომმა მოსამართლეებმა უარი განაცხადეს მოშიმშილე სააკაშვილის პროცესის გამართვაზე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

"მიზეზად ის მოაქვთ, რომ სასამართლო დატვირთულია. ეს სრული აბსურდია, დროის მეტი რა აქვთ? ზოგიერთი მათგანი ამ დღეებში სხდომებსაც არ ატარებდა. მიზეზად ის მოაქვთ, რომ უკვე შეთანხმებული არიან 10 ოქტომბერზე. იმ დროს შეთანხმდნენ, როცა სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. 

ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც პროკურატურის დაკრულზე ყოვედღიურად იღებენ სხდომის გადაწევის გადაწყვეტილებას. ყველას კარგად ახსოვს, მელიას პროცესი როგორ ფორსირებულად ჩაატარეს. 

კიდევ ერთი სასაცილო მიზეზი მოიტანეს, ბრალდების მხარე სათანადოდ არ არის ინფორმირებულიო. მთელი ერთი კვირაა, ვიძახით, პროცესები ჩაატარეთო და სასამართლო ამბობს, არ ვიცით, პროკურატურამ ეს იცოდა თუ არაო."- აცხადებს ბექა ბასილაია.

ამავე თემაზე