2021-10-08 19:32:00
სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა და ძალიან ბევრია ისეთი დანაშაული, რაზეც მისთვის სამართლებრივი პასუხი არ მოუთხოვიათ – ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა და ძალიან ბევრია ისეთი დანაშაული, რაზეც მისთვის სამართლებრივი პასუხი არ მოუთხოვიათ – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც მესამე პრეზიდენტი, გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ არავითარი გამოსარჩევი ნიშანი არ გააჩნია, როდესაც საქმე სამართალს და სასამართლოს გადაწყვეტილების რეალიზაციის აუცილებლობას ეხება.

„საკმაოდ მძიმე და მასშტაბურია დანაშაულები, რაც საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამ დანაშაულთა უმცირესი ნაწილი არის განხილული. ეს არის ფაქტი, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა ამ დანაშაულებს სხვა რაკურსით იხილავენ, როცა ამბობენ, რომ სადისტური მმართველობა ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად იყო საჭირო. მიხეილ სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა და ძალიან ბევრია ისეთი დანაშაული, რისთვისაც მისთვის სამართლებრივი პასუხი არ მოუთხოვიათ. სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულები არანაირად არ მოეხსნებოდა, მაგრამ შეეძლო საზღვარგარეთ ეცხოვრა ისე, რომ ციხეში არ მომხდარიყო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე