2021-10-08 19:22:29
არ არის აუცილებელი, დაველოდოთ უცხოური გამოცემების შეფასებებს, საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ სააკაშვილი აქ სამშვიდობოდ არ შემოდიოდა – პაპუაშვილი

ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ დაველოდოთ უცხოური გამოცემების შეფასებებს, ეს შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვისაც ცხადია, მიხეილ სააკაშვილი აქ სამშვიდობოდ არ შემოდიოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არავინ არ არღვევს აქ საზღვარს უკანონოდ იმისთვის, რომ მშვიდობა მოუტანოს ამ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ცხადია და ის პირდაპირაც ამბობდა, რომ მისი მიზანი იყო სწორედ ის, რომ არჩევნების შემდეგ გამოეწვია არეულობა საზოგადოებაში, ის, რასაც ვხედავ ახლა პატარა მასშტაბით, იგივე დღეს ზუგდიდში რაც ხდება, ეს მასშტაბი ყოფილიყო უფრო დიდი და არეულობა ყოფილიყო დიდი. სწორედ ეს იყო მიზანი და სწორედ ეს მიზანი ჩაეშალა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე