2021-10-08 15:24:25
როდის უნდა ჩავიტაროთ სრული კარდიოლოგიური “Check Up “ პროგრამა

თანამედროვე მედიცინა ტექნოლოგიურ ევოლუციასთან ერთად მივიდა განვითარების იმ ეტაპზე,რაც მიზნად ისახავს ყოველი დაავადების ან ამ დაავადების ხელშემწყობი რისკ-ფაქტორის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, რაც იძლევა საშუალებას მკურნალობა დაწყებულ იქნას დროულად,  მკურნალობის ტიპი იყოს ნაკლებ ტრავმული, არააგრესიული და გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან დაკავშირებული.

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში, წამყვანი კარდიოლოგების მიერ და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა „სრული კარდიოლოგიური „ჩექ აფ„ პროგრამა, რაც მოიცავს პაციენტის სრულფასოვან კვლევას როგორც,გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესამცირებლად ისე დაავადებების დიაგნოსტირების და მკურნალობის მიზნით.

ბოხუას ცენტრი დაავადებების პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის მიზნით, პაციენტებს სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევების პროგრამას სთავაზობს, რისი ჩატარებაც სრულად შესაძლებელია ერთი დღის განმავლობაში.

სრული კარდიოლოგიური Check up პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში პაციენტის  ფინანსური  დანაზოგი შეადგენს 40%- ზე მეტს.

კარდიოლოგიური Check Up პროგრამის უპირატესობებია

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობის შემცირება.
  • უსიმპტომო დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;
  • უკვე დიაგნოსტირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების მდგომარეობის შეფასება.
  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
  • უახლესი დიაგნოსტიკური კვლევების და მკურნალობის მეთოდების გამოყენება
  • ოპტიმალური მკურნალობის კურსის დროული დაწყება

ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით კარდიოლოგიური Check Up სერვისით შესაძლებელია ისარგებლონ 20 წლის ზემოთ, ხოლო სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის რისკ-ფაქტორებსა და დიაგნოზზე.

სრული პროგრამის დასრულების შემდეგ პაციენტი ექიმისგან იღებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ კომპლექსურ დასკვნას და საჭირო რეკომენდაციებს მკურნალობის და ცხოვრების წესის შესახებ.

ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით.

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ცენტრს, კარდიოვასკულური მიმართულებით

დამატებითი ინფორმაციისთვის: 2 51 70 08

www.angio.ge


 

 

 

ამავე თემაზე