2021-09-28 10:11:51
საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია მოდის სახლში Balenciaga გაიმართა, რომლის კრეატიული დირექტორის სწორედ დემნა გვასალიაა. 

ამავე თემაზე