2021-09-21 09:55:10
საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი, რაც მისასალმებელია – კობახიძე

საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი, რაც მისასალმებელია, -განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამეგრელო -ზემო სვანეთში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„იყო რამდენი პროვოკაციის მცდელობები - ქარელში, ბათუმში, თუმცა ჩვენმა ოპონენტებმა ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და მადლობას გადავუხდი თითოეულ ჩვენს აქტივისტს იმისათვის, რომ მათ ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია, მიუხედავად ძალიან მძიმე შეურაცხყოფებისა. მოვუწოდებ მათ, რომ მომავალშიც ასე მშვიდად განაგრძონ მუშაობა და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია არ აჰყვნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე