2021-09-21 09:45:30
კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება – კალაძე

კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება. მე ღირსეულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ვემსახურები ჩემს ხალხს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლიც მიხედვითაც, მას ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში პრობლემები ჰქონდა.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა თავიანთი პოლიტიკური ხედვები და საარჩევნო პროგრამები, თუ აქვთ რა თქმა უნდა, წარუდგინონ საზოგადოებას, ჰქონდეთ შეხვედრები კომუნიკაცია და ასე შემდეგ, მე მაქვს ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან, როგორც პირდაპირი ისე ვირტუალური, ძალიან ბევრი საინტერესო იდეები მოდის, ვსაუბრობთ გამოწვევებზე იდეებზე, სამომავლო გეგმებზე და დარწმუნებული ვარ 2 ოქტომბერს დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რასაც თბილისის გამარჯვება და სამომავლო განვითარება ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე