2021-09-20 19:59:24
რა უნდოდა ამ კაცს, რა ჩაატარა, მართლა ვერ გავიგე, მაინცდამაინც „კოკაინი“ რატომ ახსენა - თვითონ გააჩინა ეჭვი –​ მდინარაძე გახარიაზე

რა უნდოდა ამ კაცს, რა ჩაატარა, მართლა ვერ გავიგე, მაინცდამაინც „კოკაინი“ რატომ ახსენა - თვითონ გააჩინა ეჭვი – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა უნდოდა ამ კაცს, რა ჩაატარა, მართლა ვერ გავიგე. შეიძლება გასაღიმებელიც იყოს. ან უნდა ეთქვა: „ახლავე წავალ, ჩავიტარებ ექსპერტიზას" ან ეთქვა, რომ „ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი”. მაინცდამაინც „კოკაინი“ რატომ ახსენა, ვერავინ გაიგო. შემდეგ წავიდა და სერთიფიცირება საერთოდ არ აქვს ამ სფეროში, ისეთ კლინიკაში ჩააბარა ანალიზი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნევროპათოლოგთან გაუკეთებია ნარკოლოგიური ანალიზი. საოცრებები ატარა. ჩვენ ვერც ვკადრებდით ვერავის, ვერც გახარიას, ვერც მტერს და ვერც მოყვარეს. ისეთი რაღაცები აკეთა, თვითონ გააჩინა ეჭვი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე