2021-09-20 19:32:08
თუ ვინმეს არ უნდოდა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება, ეს სააკაშვილი იყო - მაჭარაშვილი

თუ ვინმეს არ უნდოდა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„თავად ის ფაქტი, რომ მეგის ქარდავა სასჯელს საქართველოში მოიხდის, ჯერ ერთი, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ მოქალაქეს ექნება განცდა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენს, სადაც არ უნდა იყო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად პასუხს აგებ. მეორე, თუ ვინმეს არ უნდოდა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. მან თავად დააანონსა, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ალბათ, გულწრფელად სურს სასჯელიც საქართველოში მოიხადოს, რაც აქვს მას არა მხოლოდ ქართველი მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამტკიცებული. თუმცა, ამის შემდეგ რამდენად გაბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას, ეს მასზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე