2021-09-20 19:27:10
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა. წარდგენისას თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ. 

"ადამიანი გამორჩეული თავისი წესიერებით, პატიოსნებით, კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, განვლილი ცხოვრებით, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს დადებითად წარმოადგენდეს, არის ამ ადამიანში მოქცეული, რომელიც არის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვაკის რაიონში. ყველანი მივდივართ 2 ოქტომბერს და მხარს ვუჭერთ ბათუ ქუთელიას", - თქვა მელიამ. 

ამავე თემაზე