2021-09-20 19:23:34
ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი საიას სარჩელის უკან – კობახიძე

ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი საიას სარჩელის უკან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საია-ს სარჩელს გამოეხმაურა.

„ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. მათ ასეთი სარჩელის შეტანა შეეძლოთ სამი თვის წინ ან სამი თვის შემდეგ. ზუსტად იმ მომენტში შეიტანეს სარჩელი, როდესაც ყველაზე ცხელი დრო იყო საარჩევნო აგიტაციის კუთხით. არავითარი დაბრკოლება მათ არ ჰქონდათ, შეეძლოთ სამი თვის დაგვიანებით შეეტანათ, თუ ისინი ზრუნავდნენ მომდევნო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე