2021-09-20 19:21:08
ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ – კალაძე ბანერებზე

დედაქალაქში დამონტაჟებულ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით, ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ. ეს ოპოზიციის ბინძური პიარის ნაწილია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ, ამიტომ არაფერი მიკვირს, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე არ მომწონს ეს ბანერები და არც ის სიბინძურე მომწონს, რაც თქვენი ტელევიზიებისა და სხვა ტელევიზიების ე.წ. კრიტიკული მედიით გადაიცემა. ძალიან ბევრი ვიდეოკლიპი და გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ჩემ წინააღმდეგ სიბინძურე, სიცრუე, ცილისწამება ჩემ მიმართ, ჩემი მეუღლის მიმართ. აი, ეს ხართ თქვენ. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტით“, - განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე