2021-09-20 19:18:04
მოსმენების თემაზე პოლიტიკური დებატები და იწილო-ბიწილო მეათეხარისხოვანია, კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს, რასთან გვაქვს საქმე – ზარქუა

მოსმენების თემაზე პოლიტიკური დებატები და იწილო-ბიწილო მეათეხარისხოვანია, კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს, რასთან გვაქვს საქმე– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

„გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურას უნდა ვაცადოთ. თუ ამ გამოძიების კმაყოფილი არ ვიქნებით, ვალდებულება გვაქვს, დებატები მოვიწვიოთ და დროებითი საგამოძიებო კომისიაც შევქმნათ. ცალკეული პოლიტიკოსები რომ ამ თემით მანიპულირებენ, მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ყველამ იცის, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა ვერც მოესწრება და ამის აუცილებლობაც არ არის, რადგან გამოძიება უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ზარქუამ.

ამავე თემაზე