2021-09-20 19:11:41
უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვისაც მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც, თუ ასეა საჭირო – კალაძე

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვისაც მოსასმენია, კანონის ფარგლებში – აცხადებს, დედაქალაქის მერი და თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

კითხვაზე, უნდა უსმენდეს თუ არა სუს-ი დიპლომატებს კალაძემ თქვა, რომ "თუ ასეა საჭირო, მაშინ კი".

"უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვისაც მოსასმენია, კანონის ფარგლებში. ყველა ქვეყანაში ეს ასე ხდება, ჩემო მეგობრებო.

შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინო, ვისაც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უდნა, კანონის ფარგლებში",-თქვა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე