2021-09-20 18:45:40
"ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში" – კობახიძის თქმით, გახარიამ კოკაინის მოხმარება გუნდის დატოვების შემდეგ დაიწყო

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პარტიის დატოვების შემდეგ დაიწყო. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილ პრემიერს ეს პრობლემა ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩნდა. 

"არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში. შეგვიძლია გავიხსენოთ მარტივი გამონათქვამი, ხარი ხართან დააბი. როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეხება აქვს კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ მას გაუჩნდა ეს პრობლემა. კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. როცა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რა არ უნდა გაგიკვირდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ამავე თემაზე