2021-09-16 19:51:38
სააკაშვილი ძალოვანი უწყებების გულის მოგებას ცდილობს, ზუსტად იცის, რომ პოლიციელების ლოიალობა სჭირდება – ხვიჩია

სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ მას სჭირდება პოლიციელების ლოიალობა და მათ ჰპირდება, რომ უკეთესი პირობები ექნებათ, რაც ჩვენს რეალობაში ჩვეულებრივი პოპულისტური ამბავია, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიციელებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას.

„პოლიცია საკმაოდ პოლიტიზებულია და ამის ერთ-ერთი არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილი იყო. მის მიერ პოლიტიზებული და აწყობილი სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა და სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ მას სჭირდება პოლიციელების ლოიალობა და მათ ჰპირდება, რომ უკეთესი პირობები ექნებათ, რაც ჩვენს რეალობაში ჩვეულებრივი პოპულისტური ამბავია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, გული მოიგოს ძალოვანი უწყებების, რათა მის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული, მაგრამ როცა ეს სისტემა ვერტიკალურად იმართება, ის პირდაპირ ემორჩილება ბრძანებას და არ მიდის გარკვევა, ბრძანება კანონიერია, უკანონოა, მორალურია თუ ამორალური, რის შედეგებსაც ვხედავთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამავე თემაზე