2021-09-16 15:48:10
ეს არის უდიდესი დანაკარგი ყოველი ჩვენგანისთვის! – ბიზნეს ჰოლდინგის „CBS Group“- ის სპეციალური განცხადება

ეს არის უდიდესი დანაკარგი ყოველი ჩვენგანისთვის! – კომპანია „სიბიეს გრუპი“ უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს,  ცნობილი ანტერპრენერის, სოციალური პლატფორმის „Feedc” –ის და ონლაინ სწავლების პირველი სრულყოფილი ქართული პლატფორმის “FEEDC EDU” -ს ავტორის, ნიკოლოზ კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

"კომპანია „სიბიეს გრუპი“ უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს,  ცნობილი ანტერპრენერის, სოციალური პლატფორმის „Feedc” –ის და ონლაინ სწავლების პირველი სრულყოფილი ქართული პლატფორმის “FEEDC EDU” -ს ავტორის და ჩვენი მეგობრის, ნიკოლოზ კვარაცხელიას გარდაცვალების გამო.

ნიკოლოზ კვარაცხელია, მიუხედავად იმისა რომ 22 წლის იყო, ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ ბიზნეს წრეებში, უდიდესი რეპუტაციით და წარმატებით სარგებლობდა. ის გახლდათ ცნობილი ევროპული ბიზნეს სკოლის SKEMA Business School – ის გამორჩეული სტუდენტი და თავის საქმის პროფესიონალი.

ნიკოლოზ კვარაცხელია ქართველმა მომხმარებელმა გაიცნო, მისი ავტორობით შექმნილი პროექტის - FEEDC -ის საშუალებით. იგი მალევე მოხვდა Forbes-ის, წარმატებული ახალგაზრდებისთვის შექმნილ პროექტში - Forbes Under 30 - ში.

ნიკოლოზ კვარაცხელია იყო ჩვენი ბიზნეს ჯგუფის აღმოჩენა. მისი ბრწყინვალე გონება, ჰოლდინგში ხელმძღვანელობდა დეპარტამენტს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელმაც სული ჩაუდგა, რამდენიმე მსხვილ პროექტსა და სტარტაპს. ნიკოლოზ კვარაცხელია პერიოდულად ატარებდა ვორქშოპებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ხვდებოდა სტუდენტებს, იყო მაგალითი და სტიმული უამრავლი ახალგაზრდასთვის, რომელთა შორის გამორჩეულებს - აძლევდა  კომპანიაში დააქმების საშუალებას.

ეს არის უდიდესი დანაკარგი ყოველი ჩვენგანისთვის!

გარდაიცვალა გამორჩეულად თბილი, კეთილი, ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდა, რომელსაც მრავალი წამოწყება, ქვეყნისთვის სასიკეთო ბევრი იდეა და პროექტი დარჩა განუხორციელებელი!

გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც წინ უდიდესი მომავალი ჰქონდა!

კომპანია „CBS Group“ - შეძრწუნებულია მომხდარით და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მეგობრის და კოლეგის- ნიკოლოზ კვარაცხელიას გარდაცვალების გამო. ბიზნეს ჰოლდინგი თანაგრძნობას უცხადებს ნიკოს ოჯახს." – ნათქვამია „სიბიეს გრუპის“ განცხადებაში.

ამავე თემაზე