2021-09-14 19:48:25
რას ნიშნავს გარყვნილები, რამე გაქვთ ნანახი და დასკვნებს აკეთებთ? – გვარამია კობახიძეზე

ეს პოლიტიკური შეფასებაა თუ რა არის? ამორალურები გავიგე, ბოლშევიკებს რომ გვეძახიან, გავიგე, გარყვნილები რა ტიპის შეფასებაა - ასე ეხმაურება, მთავარი არხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ფორმულასთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მთავარი არხის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, რა ტიპის შეფასებაა ის, რასაც "ქართული ოცნების" ლიდერები მისი და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ იყენებენ. 

"დიანა რატომ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ვერაფრით ვხვდები. დააკვირდით, რას ამბობს ღარიბაშვილი ჩემზე და სხვებზეც - გარყვნილები. ეს სიტყვა აქვს აჩემებული. რას ნიშნავს გარყვნილები? ეს პოლიტიკური შეფასებაა თუ რა არის? ამორალურები გავიგე, ბოლშევიკებს რომ გვეძახიან, გავიგე, გარყვნილები რა ტიპის შეფასებაა. თუ რამე გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი და შესაბამის დასკვნებს აკეთებთ?დღეს ირაკლი კობახიძემ იგივე თქვა". - ამბობს ნიკა გვარამია ფორმულას ეთერში. 

ამავე თემაზე